ბესელია მათიკაშვილზე: დაბალი ხარისხის დოქსოპულოა

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შესახებ “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

“მათიკაშვილზე საერთოდ არც მიღირს საუბარი. ისედაც ბევრი დრო დავხარჯე მასზე. დაბალი ხარისხის დოქსოპულოა. ცუდი ბედი ელის ამ ადამიანს და იმ დარჩენილ ჯგუფს, რომელმაც პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას დაუკარგა სახე და რომელმაც დაანგრია “ოცნება”, როგორც მთავარი იდეის ირგვლივ შეკრული გუნდი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ინგა გრიგოლიას კითხვაზე საპასუხოდ, რომელმაც დეპუტატს კითხვა პარლამენტში მისი და დავით მათიკაშვილის კამათის შესახებ დაუსვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად