ბესელია კვირიკაშვილზე: თვითონ არ ამბობს მაგრამ, მე ვფიქრობ, უსამართლოდ მოექცნენ

“გიორგი კვირიკაშვილი თვითონ არ ამბობს ამას”-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა გიორგი კვირიკაშვილი რომ მას უსამართლოდ მოექცნენ? დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიას პასუხობს:

“თვითონ არ ამბობს ამას, მაგრამ მე ვთვლი რომ გიორგი კვირიკაშვილს “ქართულო ოცნებაში” უსამართლოდ მოექცნენ”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელიამ, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შესახებ ისაურბა, სადაც მისი თქმით, მიმდინარე თემებზე ისაუბრეს. როგორც ბესელია ამბობს მათ შეხვედრა “მეგობრული და ადამიანიური” იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად