ბესელია: კონსტიტუციური პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე უნდა გამოვიდეს მეორე მოსმენაზე

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა და მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კონსულტაციების გზით მოხდეს მოცემული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

“კონსტიტუციური პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდეს სესიაზე მეორე მოსმენაზე. ამ პროცესს არავითარი წინაპირობა არა აქვს”.

“მზად ვარ, კონსულტაციები გავიარო პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და შევთავაზო გამოსავალი, რომელიც არსებობს ამ მოცემულ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით. ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს პოლიტიკური დიალოგის და სამართლებრივი გზით. ეს გზა არსებობს. გუშინ არასწორი განმარტება გაკეთდა დარბაზში და შემდეგ არასწორად იყო ინტერპრეტირებული. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლოებას უნდა განუმარტოს, რომ კონსტიტუციური პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდეს სესიაზე მეორე მოსმენაზე. ამ პროცესს არავითარი წინაპირობა არა აქვს. პროცესი არ მთავრდება კენჭისყრის შედეგებით. ის მაინც გრძელდება და მეორე მოსმენაზე მაინც გამოვა, იმიტომ რომ ქვორუმი ჰქონდა მას 101 და კონსტიტუციის ჩანაწერი ითვალისწინებს – თუ არის 100 ან 100-ზე მეტი ხმა (არა 113), ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტი მიღებულია და ის გრძელდება მეორე და მესამე მოსმენისთვის”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად