ბესელია: კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით, ის გამოირჩევა უნიჭო მათემატიკით

„გირჩევთ, რომ კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით, რადგან ის გამოირჩევა უნიჭო მათემატიკით“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ 2020 წლის არჩევნებში ოცნება 60%-ს აიღებს, რეალობას მოკლებულია.

„ასეთი ანონსის გაკეთება არის ან ოცნების და ილუზიების ტყვეობაში ყოფნა. გირჩევთ, რომ კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით, რადგან გამოირჩევა უნიჭო მათემატიკით. მისი ციფრები არ ამართლებდა მაშინაც, როცა მე ვიყავი უმრავლესობაში. ერთს ამბობდა და მეორე იწერებოდა ხოლმე“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად