ბესელია: კობახიძე ევროსაბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს საქართველოს კვოტით და არა რაიმე დამსახურებით

“სანამ კობახიძე გაერკვევა ევროსაბჭოში რა ხდება, იქამდე დამთავრდება ეს წელიც”-ასე ეხმაურება „პოლიტიკის ფორმულაში“ ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის ევროპის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად არჩევას.

მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოს კვოტით იქნა არჩეული და არა მისი პირადი მიღწევების გამო.

“დიდი ზარ-ზეიმი, რომ იყო კობახიძის ვიცე-პრეზიდენტობაზე, ეს არის საქართველოს კვოტა, თედო ჯაფარიძე დიდხანს იყო ვიცე-პრეზიდენტი და არავის არ გამოუცხადებია. ამიტომ კობახიძის პიროვნებას ნურავინ ნუ მიათვლის. ძალიან კომიკურია სანამ კობახიძე გაერკვევა ევროსაბჭოში რა ხდება, იქამდე დამთავრდება ეს წელიც და არჩევნებიც, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად