ბესელია: კილაძეს პოლიციური მენტალიტეტი აქვს… მასთან პირველი კონფლიქტი აპარატის 4 თანამშრომლის გაყრის გამო მომივიდა

კილაძეს პოლიციური მენტალიტეტი აქვს… მასთან პირველი კონფლიქტი პარატის 4 თანამშრომლის გაყრის გამო მომივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელია “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“გავიგე, რომ პოლიციური მენტალიტეტი გაქვს, შსს-დან მოსული კადრია… პირველი ნაბიჯი რის გამოც მე სოფო კილაძესთან კონფლიქტი მომივიდა, არ ყოფილა ის, თითქოს პირადი მტერი ვარ მისი, რას წარმოადგენდა სოფიო კილაძე, რომ მტრად გავიხადო. ვინ აღიარებს მას რამედ. როდესაც მან ჩაიბარა ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტი, ეს კომიტეტი საუკთესო იყო, ამას აღიარებდა ყველა დონორი, ყველა საერთაშორისო პარტნიორი, მართლა შეცვალა ამ კომიტეტმა პარლამენტში რაღაცები და ოთხ ადამიანს დაუძახა და უთხრა, რომ დაწერეთ განცხადება წადით აქედანო. ოთხივე ისეთი იყო, რომელიც ქართული ოცნების შექმნიდ დღიდან იქ იყო და ოთხივე ებრძოდა წინა ხელისუფლებას. ოთხივე გაყარა, ერთადერთი ელგა ფოლადიშვილი წავიდა სასამართლოში. ეს პროცესი ახლაც გრძელდება უზენაეს სასამართლოში. კილაძეს ამ პროცესში ვანო ზარდიაშვილი ეხმარებოდა, მან მოუგვარა, ისე ვერ მოიგებდა. მივედი კილაძესთან და ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა ადამიანების ასე გაყრა. პირველი რეკომენდაციები ამ კომიტეტმა დაწერა. ყველა დონორი გიჟდებოდა ჩვენ კომიტეთან მუშაობაში რომ ჩართულიყო.

ეს საქმეები ირჩეოდა პარლამენტში ირაკლი კობახიძესთან ერთად რომ როგორ გაბედა აპარატის თანამშრომელმა, როცა კილაძეს უჩივლა. ამას მოჰყვა კონფლიქტი გედი ფოფხაძესთან და მას მიაყენა საჯაროდ შეურაცხყოფები. კობახიძემ ვინც შემოიყვანა ახალი გუნდი პარლამენტში ამით იყვნენ დაკავებულები 2016-17 წლებში და ამით დაიწყო ეს კონფლიქტები. ამის გამო გავწყვიტე მასთან ყოველგვარი ურთიერთობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად