ბესელია ხუნდაძის ინიციატივაზე: ეს არის წინასაარჩევნო, ცუდი და თავხედური გადაწყვეტილება

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტში  ინიცირებული პაკეტი, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში ცვლილბების შესახებ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მთავრობისთვის კონკრეტული უფლებების მინიჭებას ითვალიწინებს, წინასაარჩევნო გადაწყვეტილებაა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

როგორც ეკა ბესელიამ გადაცემა “პოლტიკის ფორმულაში” სტუმრობისას განაცხადა,  პარლამენტი ამ კანონპროექტს არ დაუჭერს მხარს.

„ეს არის წინასაარჩევნო, ცუდი და თავხედური გადაწყვეტილება. წინა ხელისუფლების კანონებს რომ ვაკრიტიკებდი, ასეთი არ მახსენდება. ასე თუ იქცეოდნენ, ისეთი რეაქცია იყო ხოლმე – ამათ ამის გაკეტება როგორ მოუვიდათ თავში აზრად. ვინც ამ პროექტს წაიკითხავდა, ხუნდაძის ბრიფინგის მიუხედავად, დაინახავდა, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიღმა იკითხება სახიფათო ჩანაფიქრი – როცა გინდა ადამიანების უფლებებში იმდენად ჩაერიო, იმდენად არაპროპორციულად ჩაერიო, რომ ყველა კონტროლი მოხსნა.

არ შეიძლება ნაჩქარევად ამ კანონპროექტის მიღება. დასაცავია ფორმაც და შინაარსიც შესაცვლელია. იმედი მაქვს, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს.

მე მგონია, რომ ვინც ხელს აწერს, კარგად გააცნობიერებენ და დაეთათბირებიან იურისტებს, რას აწერენ ხელს.  ალბათ, არის მთავრობაში რაღაც ჯგუფი, ვინც გადაწყვიტა მიიღოს განუსაზღვრელი ძალაუფლება. ეს კანონპროექტი არის ანტიკონსტიტუციური. დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო მას გააუქმებს. ასეთი ფორმის დაუცველად და უპატივცემულოდ, სტანდარტის საწინააღმდეგოდ მიიღო კანონპროექტი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ: დღეს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად