ბესელია: კანონმდებელი ვალდებულია, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვტილება ასახოს კოდექსში

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ჩვენ მოგვიწევს ამ ცვლილებებზე მუშაობა"– ამის შესახებ ჟურნალოსტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

ეკა ბესელიას თქმით, მათი მიდგომაა არის ადამიანის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა ქონდეთ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნებრივია, არ არის მარტივი და ჩვენ ამავე დროს პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით იმ კანონპროექტზე, რომელიც ინიცირებული აქვს ჯანდაცვის კომიტეტს და ასევე სხვა კომიტეტის წარმომადგენლებს, რომელშიც, ასევე იყო გათვალისიწინებული ამ მუხლის დეკრიმინალიზაციის საკითხი, ანუ 273–ე მუხლით გათვალისწინებულია მომხმარებელთა პასუხისმგებლობის გადატანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ეს შეეხება მხოლოდ კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარებას, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით და საბოლოოა. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, ეს გადაწყვტილება ასახოს კოდექსში. ჩვენ ამ ცვლილებებზე მოგვიწევს მუშაობა. რაც შეეხება მოლოდინს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ზრდა მომხმარებელთა რაოდენობს. ზოგადად, ასეთი პარაქტიკაა, თუმაცა ასევე უნდა ვიფიქროთ, ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობა იყოს რაც შეიძლება ცოტა და ამისთვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძებების ჩართვა, როგორიცაა საგანმანათლებლო, პრევენციული სერვისები და ა.შ. იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი. ჩვენი ხედვაც და მიდგომაც არის, რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს“–აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად