ბესელია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ

იუსტიციის საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ ჯერ”,-ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ეს ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი პირველ რიგში ქვეყნის უზენაეს კანონს უნდა ეყრდნობოდეს.

“ეს არის წინააღმდეგობრივი ნორმა, რაც არის კანონით და იუსტიციის საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ ჯერ.

ბოლო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციაში ბევრი რამ შეიცვალა, არ დამატებია ჩანაწერი, რომელიც აძლევს უფლებას წევრის უკან გამოწვევის თაობაზე, ასეთი უფლება აქვს პარლამენტს. არ გამოვრიცხავ, რომ სურვილი იმდენად დიდია, ისე წაიკითხონ ჩანაწერი როგორც სურთ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. მოტივად საბჭო ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად