ბესელია: ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს!

ასე პასუხობს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას.

“ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, როდესაც ასეთ გაუზარებელ ფრაზებს ისვრის და ბუმერანგის პრინციპი გაიხსენოს.

როდესც სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექით, კობახიძე ალბათ დამფრთხალი უყურებდა ამ ყველაფერს, სადღაც მიმალული ადგილიდან.

მე ვისთან ერთად დავდგები და სად დავდგები ამას ისევ შორიდან შეხედავს, მაგრამ შეშინებული თვალებით, დარწმუნებული ვარ…”, – ასე პასუხობს ბესელია კობახიძეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: “ბესელიას შეუძლია შალვა შავგულიძესთან და უგულავასთან ერთად გამართოს ეს აქციები”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...