ბესელია: გვარებს პარტიები ერთმანეთში არკვევენ, ეს არ არის საერთო შეთანხმება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში საერთო ფორმატში შეთანხმების საგანს ორი საკითხი წარმოადგენს.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით, კონკრეტულ გვარებზე საერთო შეთანხმება არ მომხდარა. 

“მგონი, იჩქარეს ზოგიერთებმა და საკუთარი პარტიის შიგნით კონსულტაციების ინტერპრეტაცია მოხდა, რომ ეს იყო შეთანხმება პარტიებს შორის. ვერაფრით მოხდება გვარებზე შეთანხმება, ვიდრე არ გვეცოდინება, რამდენი მაჟორიტარული ოლქი რჩება, როგორ იცვლება გეოგრაფიული საზღვრები. ორი რამ ნამდვილად ვიცი, რაც საერთო ფორმატში არის შეთანხმების საგანი: ერთი ეს არის, რომ ყველა ლიდერი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც უფრო მაღლა წევს თამასას საარჩევნო კონკურენციის თვალსაზრისით და მეორე, სადაც შესაძლებელი იქნება, იქ ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ წაართვან. ეს არის მეორე შეთანხმება, რაც მგონია, რომ გონივრულია. გვარებს პარტიები ერთმანეთში არკვევენ, ეს არ არის საერთო შეთანხმება, მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ნებისმიერ გვარს ვერ დავუჭერ მხარს, თუ ჩავთვლი, რომ ის არის ძალიან შორს ჩემს პრინციპებთან და ფასეულობებთან,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად