ბესელია: ღია კონკურსზე შევთანხმდით, კანდიდატურების დასახელება ადვოკატებსა და სამეცნიერო წრეებსაც შეეძლებათ

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ უმარვლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

“ღია კონკურსზე შევთანხმდით. კონკურსი გამოცხადდება და დასახელდება ყველა ვისაც სურს, რომ დასახელდეს. მთავარია აკმაყოფილებდეს კონსტიტუციით დადგენილ კრიტერიუმებს. მათ შორის ადვოკატებსა და სამეცნიერო წრეებსაც უნდა შეეძლოთ თავისი კანდიდატების დასახელება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად