ბესელია: გახარია თავიდანვე უნდა წარედგინათ პრემიერად, გაცილებით ეფექტური იქნებოდა, ახლა დაგვიანდა

” შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყო ის უწყება, სადაც გიორგი გახარია შეიძლებოდა ყოფილიყო წამატებული მინისტრი.”,-ამის შესახებ, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ, “360 გრადუსში”, სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

” შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყო ის უწყება, სადაც გიორგი გახარია შეიძლებოდა ყოფილიყო წამატებული მინისტრი. მიუხედავად იმისა რომ კარგად დაიწყო და ძალიან ვგულშემატკივრობდი. მგონია რომ ეს სხვა უწყება იყო მისთვის.

ის რომ თავიდან პრემიერად წარედგინათ და პრემიერი ყოფილიყო, გაცილებით ეფექტური იქნებოდა. ახლა დაგვიანდა. მე მგონია, რომ რაღაც სინდრომი აქვთ, ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებს და მგონია რომ ბოლო წელი იქნება ხელისუფლებაში ყოფნის “ქართული ოცნებისთვის”.”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...