ბესელია: ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დაუფარავად გამოხატეს კრიტიკული პოზიცია

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

“ბრიუსელში ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო ბევრ საკითხს ეხებოდა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მინდა გამოვყო, სადაც სწორედ ეს მოვლენები იყო განხილული. ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარესთან. ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტ ქალბატონ ჰაიდერ ჰაუტელასთან. ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ესტონეთის ყოფილი საგარეო მინისტრია და მან ძალიან დაუფარავად გამოხატა კრიტიკული პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. მათ აქვთ ეს ინფორმაცია და აქვთ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია.

ბევრი შეხვედრის მონაწილე ვყოფილვარ და მე პირადად გამაოცა დიპლომატიას გაცდენილმა ღია ტექსტმა. მან ერთი მხრივ ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა განსაკუთრებულ ფაზაშია. ის დიდი მიღწევები რაც საქართველოს ჰქონდა საფრთხის ქვეშ დგას. ამ პროცესს ძალიან აზიანებს ორი თემა. პირდაპირ გულზე მომხვდა როგორც იტყვიან – პირველი ეს იყო სასამართლოს თემა, ამ შეხვედრას ეუთო ODIHR-ის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ ისინი ამ თემებს ხშირად ეხებიან და დასკვნეს აქვეყნებებნ. მან მითხრა, რომ ჩვენ რა შეგვიძლია ახლა მკვეთრად და ეფექტიანად გავაკეთოთ და წუხილების გამოხატვის დრო აღარ არის, ახლა არის მოქმედების დრო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად