A1 ბანერი

ეკა ბესელია: ეს კენჭისყრა ალბათ, კულმინაცია იქნება

“ეს კენჭისყრა იქნება ალბათ კულმინაცია და ჩემი გადაწყვეტილებაც ალბათ დაეფუძნება ამ კენჭისყრის შედეგებს,”-აცხადებს საპრლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

დღევანდელ სესიაზე გაირკვევა დაუჭერენ თუ არა მხარს ეკა ბესელიას და უმრავლესობის კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესის გადავადების შესახებ.

ამასთანავე,კენჭისყრის შემდეგ მიიღებს ბესელია გადაწყვეტილებას უმრავლესობაში დარჩება თუ დატოვებს.

“ჩანს მე მგონი ძალიან კარგად, რომ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობას ჰყავს თავის ლობისტები პარლამენტში და ისინი არ მალავენ ამ პოზიციას. მე იმედი მაქვს რომ უმრავლესობის შიგნით მოიძებნებიან დეპუტატები, რომლებიც თავის გადაწყვეტილებას და თავიანთ პოზიციას დააფუძნებენ იმ საზოგადოებრივ და სამართლებრივ ნებას, რომელიც აუცილებელია რომ იყოს მხარდაჭერილი. ეს კენჭისყრა იქნება ალბათ კულმინაცია და ჩემი გადაწყვეტილებაც ალბათ დაეფუძნება ამ კენჭისყრის შედეგებს,”-აცხადებს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...