ბესელია: ეს არის უბრალოდ ცინიზმი და ნამდვილად არ მინდა ცინიკური სხდომის მონაწილე ვიყო

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესლია აცხადებს.

„მგონია, რომ ეს დღევანდელი სხდომა, რომელიც თანამდებობების განაწილებისთვის არის მოწყობილი და არა იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზა მოძებნოს უმრავლესობამ და მმართველმა პარტიამ, ეს არის უბრალოდ ცინიზმი და ნამდვილად არ მინდა ცინიკური სხდომის მონაწილე ვიყო, ამიტომ მირჩევნია ვიდგე აქ, გარეთ რუსთაველზე, სადაც ბევრი წელი გამიტარებია, თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, ვიდრე ვიყო იმ სხდომის მონაწილე, სადაც ადამიანებს ესვრიან.

ყველაფერი, რაც არის ამ ქვეყანაში, არის ხალხის საკუთრება, ეს შენობაც არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო. სწორედ იმ დეპუტატებმა, რომლებიც ამ შენობაში შევლენ უნდა გაიაზრონ, რომ ისინი ამ ხალხის წარმომადგენლებიც არიან და საკუთარ ხალხთან უნდა მოხვიდე და დადგე. ასე ჩახერგილი ქუცით და თავად პოლიციის მიერ ბლოკირებული ქუჩით პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს დიდხანს, ეს უბრალოდ შეუძლებელია ასეთ რეჟიმში მუშაობა.

როდესაც ამბობს, რომ თემა დახურულია და მორჩა, ეს ყველაზე ცუდი პოზაა, ეს ყველაზე ცუდი ფრაზაა, რაც კი მომისმენია, ასე არ უნდა ელაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებიც შენ თავად გამოიყვანე ქუჩაში.” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად