ბესელია დოლიძეზე:დიახ,საჯარო მოხელე პარლამენტის თავმდჯომარესთან პოლემიკაში არ უნდა შედიოდეს

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა, რასაც დღეს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანა დოლიძესთან მუშაობა ეამაყება, ვინაიდან მას არასოდეს შეშინებია ბრძოლა და აზრის გამოხატვა. მაშინაც კი როცა ამას ვერავინ ბედავდა, იქნებოდა ეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან თუ სხვა. პრეზიდენტმა ამასთან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ანა დოლიძე არც "ნაცმოძრაობიდან" გადმოპორტირებულა და არც მედროვეა.

"კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებდა ძალიან ღრმა ანალიზს, საუბრობდა მხოლოდ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით და მას არცერთი ფორმა ეთიკურობის არ დაურღვევია. ვინც თვალს ადევნებდა ყველა დარწმუნდებოდა, რომ ეს იყო გამოსვლა საკითხის კარგად ცოდნის, ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ ძალიან შეურაცხმყოფელი ფრაზა. ანა დოლიძის დასკვნით სიტყვაში ნათქვამი იყო, ასეთი ფრაზა თქვა, ღირსებისაგან დაცლილი გამოსვლა პარლამენტის თავმჯდომარისა. ამგვარი შეფასება უკვე შეურაცხმყოფელია. ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შეაწყვეტინა გამოსვლა დოლიძეს, ეს პარლამენტის თავმჯდომარეს პირდაპირ რეგლამენტით ენიჭება", – განაცხადა ბესელიამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მას არ მოეჩვენე შეურცხყოფად ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ანა დოლიძეს "ბატონო გიორგი"-თ მიმართა? – ბესელია ასე პასუხობს: 

"პარლამენტის თავმჯდომარე იმიტომაა პარლამენტის თავმჯდომარე, რომ მას აქვს ის უფლებები, რომელიც არ აქვს სხვა რომელიმე დეპუტატს და ეს უფლებები. პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტი ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას, რომ სხდომა წარმართოს, შეაწყვეტინოს სიტყვა გამომსვლელს, ან არ მისცეს სიტყვა თუ თვლის რომ ირღვევა რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმა. 

დიახ კანონიც ავალდებულებს საჯარო მოსამსახურეებს იყვნენ ნეიტრალურები და ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლემიკაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიმე უწყების პირველ პირთან, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთან და ა.შ. ქალბატონმა დოლიძემ თქვა, რომ ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რაც ასე არაა", – აღნიშნა ბესელიამ. 

გადაცემის წამყვანმა რესპონდენტს შეახსენა, რომ დოლიძე კანონის თანახმად, არც საჯარო მოსამსახურეა, რაზეც ბესელია პასუხობს, რომ ასე მარტივად არ დგას საკითხი. 

"იქ არის რამდენიმე დათქმა. რა მნიშვნელობა აქვს ტრიბუნასთან ვინ დგას? შეურაცხყოფის უფლება აქვს ვინმეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შარიკოვი უწოდოს? რა მნიშვნელობა აქვს სად ხდებოდა? პარლამენტის ტრიბუნაზე არ შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს და გარეთ რომ გამოვა შეუძლია?! 

რაც შეეხება დოლიძისადმი ბატონო გიორგითი მიმართვას ეს ირაკლის ჰკითხეთ. მგონი არ არის ეს რელევანტური კითხვა. არ ვიცი, ეს როგორი იმით მიმართა. სიტყვებით ნუ დავიწყებთ მანიპულირებას. მთლიანობაში კონტექსტს უნდა შევხედოთ", – განაცხადა ეკა ბესელიამ "ტვ პირველზე", "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად