ბესელია: დღევანდელ კონსტიტუციას სააკაშვილის თავი ადგას და

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დღევანდელი კონსტიტუცია ნებისმიერი თანამდებობის პირის ხელში არის სერიოზული ინსტრუმენტი, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური კრიზისების შექმნა შეუძლია.

"სახელი ჰქვია იმ კონსტიტუციას, რომელსაც ჩვენ დღეს ვცვლით. თავი ადგას მიხეილ სააკაშვილის და ტანი არის კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა". დღეს არის კონსტიტუცია, რომელსაც იმ დონის პოლიტიკური კრიზისების შექმნა შეუძლია, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი თანამდებობის პირის ხელში არის უსერიოზულესი პოლიტიკური ინსტრუმენტი ამოაყირაოს ერთ მშვენიერ დღეს", – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები
იტვირთება...