ბესელია: დეპუტატები, რომლებიც ზარდიაშვილს მამაღმერთივით უყურებდნენ, საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდებიან

​დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში აღარ მოხვდებიან ისინი, ვინც ვანო ზარდიაშვილს უყურებდა, როგორც “მის პატრონს და მამა ღმერთს”.

“კომპრომატად ქცეული ზარდიაშვილის წასვლა პარლამენტიდან იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იმ ბოლო ინციდენტის შემდეგ შეუძლებელია, რომ ის პარლამენტში დაეტოვებინათ. ეს არ არის მოულოდნელი, ისევე როგორც გარწმუნებთ, რომ არცერთი, რომელიც ამ ადამიანს უყურებდა, როგორც მის პატრონს და მამა ღმერთს, მაგალითად, მდინარაძე, მათიკაშვილი, კილაძე, ოხანაშვილი, არც ისინი იქნებიან 2020 საარჩევნო სიაში.

ასეთ ადამიანებს, ვისაც არა აქვთ არაფერი ღირებული და ერთჯერადი დავალების შესრულების იქით, რაიმე შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ივანიშვილისთვის, ასეთ ადამიანებს, ის უბრალოდ სიაში არ ჩასვამს”-განუცხადა ეკა ბესელიამ “მთავარ არხს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად