ბესელია: დაპირება იყო, რომ უზენაესის სიაში ჩინჩალაძე არ იქნებოდა და ჩემი თანამდებობა ამაში გავცვალე

დაპირება იყო, რომ უზენაესის სიაში ჩინჩალაძე არ იქნებოდა და ჩემი თანამდებობა ამაში გავცვალე, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომელიც 1 წლის წინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა, მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობა და “ქართული ოცნებაც” დატოვა.

“მთავარი შედეგი ისიც მგონია, რომ ჩინჩალაძე არ არის ამ ოცკაციან სიაში. ეს იყო ერთ-ერთი პირობა, რომელშიც გავცვალე თანამდებობა. პირველად ვამბობ ამას ამ ეთერში. მე მაშინ მივიღე გარანტოა, რომ ამის სანაცვლოდ ის არ იქნებოდა შემდეგ სიაში. გარდა იმისა, რომ ეს სია გაჩერდებოდა და არ იქნებოდა სხვა ტიპის ზეწოლები.

მთავარი პირობა ის იყო, რომ საერთოდ არ უნდა დავმდგარიყავით ამ მოცემულობის წინაშე. ჩინჩალაძე მართლა იყო ის წითელი ხაზი, რომელიც არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდებოდა თვით ამ დარჩენილ უმრავლესობაშიც კი, სადაც მე ვერ ვიპოვე 15 თანამოაზრე დარბაზში, რათა ეს სია ჩავარდნილიყო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად