ბესელია: ჩვენი ხალხი ითმენს, ითმენს და მოთმინების ფიალა რომ ივსება, მერე ზვავი მოდის

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვისაც მმართველ გუნდში ჭკუა მოეკითხება, უნდა მიხვდეს, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აშშ-ში ვიზიტები ვერ უშველის.

„ირაკლი კობახიძეს არასდროს უბრძოლია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, მაგრამ თვალს ხომ ადევნებდა, ჭუჭრუტანიდან ხომ იყურებოდა ჩუმად და ხომ ხედავდა, რომ ჩვენი ხალხის თვისებაა – ითმენს, ითმენს და მოთმინების ფიალა რომ ივსება, მერე ზვავი მოდის. თუ ამას ელოდებიან, კობახიძე, კილაძე და მათნაირები ისევე დაიმალებიან, როგორც იქამდე იმალებოდნენ.“ – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

მათ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს და მოაწყვეს ე.წ. სირცხვილის კორიდორი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ირგვლივ მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის დაბოქლომება სცადეს, რასაც მათი და პოლიციელების დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად