ბესელია: ჩემი ბოლო ცდაა, შევაჩეროთ უზენაესის კენჭისყრა, გამოჩნდება ვინ მეხმარებოდა იმ ათკაციანი სიის ჩაგდებაში

ჩემი ბოლო ცდაა, შევაჩეროთ უზენაესის კენჭისყრა, გამოჩნდება ვინ მეხმარებოდა იმ ათკაციანი სიის ჩაგდებაში, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში განაცხადა.

“ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე არ არის. იქ არის მხოლოდ კენჭისყრა და არავითარი დებატები. მე დავრჩი ერთადერთი წევრი ოპოზიციიდან და მგონი სხვებმა დატოვეს, რადგან ბოიკოტის რეჟიმში არიან, ამიტომ არავის არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა. ჯერ ერთი, ეს ის თემა არ არის, სადაც რევერანსების დროა და კომფორტის ზონა უნდა შევუქმნათ ვინმემ ვინმეს. არც პერსონალური გარჩევების დროა ახლა.

მე მგონი ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ამ ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში. ამიტომ ვის ვინ მოსწონს და ვის არა, ნაკლებად მაინტერესებს. ვისთან ერთადაც მცირე ხნით მაინც მიბრძოლია და სამართლიანობისთვის ნაბიჯები გადაგვიდგამს, შევეცდები, რომ გადაგარწმუნოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოთ და ის გვარები არ მოხვდეს უზენაეს სასამართლოში, რომლებსაც უამრავი უსამართლობა უკავშირდება. ეს ჩემი ბოლო ცდაა, შევაჩეროთ კენჭისყრაა. თურმე მეხმარებოდით, რომ ის ათკაციანი სია არ გასულიყო, ამ სიაში იქიდან 5 კაცი მეორდება და იქ გამოჩნდება თქვენი სიმართლე, ვინ მეხმარებოდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად