ბესელია: ირაკლი კობახიძე დამოუკიდებელ დეპუტატებს საერთოდ არ აღიარებს!

ირაკლი კობახიძე აგრძელებს იმ ცუდ პრაქტიკას, რომელიც დანერგა მან ჩვენთან დაკავშირებით”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სამუშაო ფორმატში გამართული შეხვედრას დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არ ესწრებოდა. მისი თქმით მას მოწვევა შეხვედარაში მონაწილეობის მისაღებად არ მიუღია.

“ირაკლი კობახიძე აგრძელებს იმ ცუდ პრაქტიკას, რომელიც დანერგა მან ჩვენთან დაკავშირებით. დამოუკიდებელ დეპუტატებს არ აღიარებს საერთოდ. ამ ფორმატში რომ არ მაქვს მე და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებს მიღებული მიწვევა, რომ ამ სამუშაო ჯგუფში შეიძლება ვიყოთ ჩართული რომელიმე ჩვენთანაგნი, ეს დასაწყისშივე ააშკარავებს იმ არასერიოზულ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ. რაც ცუდათ ითარგმნება”,-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძი განმარტებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხი, რასაც ამჟამად ოპოზიცია სვამს, განიხილება არა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, არამედ საპარლამენტო ფორმატში, როცა მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...