ბესელია ბაღდათის ტრაგედიაზე: ვაპირებ, პასუხი მოვითხოვო, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მომხდარი ტრაგედიის ფონზე, დღევანდელი სხდომის გადადება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

“არ ვიცი, რატომ ჰქონდა ამ ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული, არ ვიცი, სად იყო ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური მუშაკები. არ ვიცი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს უბედურება ყოფილიყო თავიდან აცილებული. ვაპირებ, პასუხი მოვითხოვო იმაზე, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა”,-ამბობს ბესელია.

“ამ ტრაგედიის ფონზე სესიის დაწყება ძალიან მძიმეა. ამიტომაც მხარი დავუჭირე დღევანდელი სხდომის გადადების თაობაზე მოთხოვნას. თუ ამას გადაწყვეტთ, ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ისევე, როგორც სწორი იყო პარლამენტს გარეთ დაგეგმილი აქციის გაუქმება იმიტომ, რომ ამ ტრაგედიამ გადაფარა აბსოლუტურად ყველაფერი. არ ვიცი, სად იყო სოციალური სამსახური, რომლის რეფორმის დაანონსება და მიღება მოხდა პარლამენტში. ვერ ვნახეთ, რომ ამ ტრაგედიის დატრიალებამდე რაიმე ზომები გატარდა მის თავიდან ასაცილებლად. არ ვიცი, რატომ ჰქონდა ამ ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული, არ ვიცი, სად იყო ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური მუშაკები. არ ვიცი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს უბედურება ყოფილიყო თავიდან აცილებული. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, რისი კომიტეტის თავმჯდომარეა, ისეთ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ვიღაცა პასუხისგებაში მისცენ პარლამენტის მიერ მიღებული აქტის გამო, არამედ ასეთ ფაქტებზე უნდა რეაგირებდეს. ვაპირებ პასუხი მოვითხოვო, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განმარტებით, უმრავლესობამ დღეს დილით სხდომის გადადების თაობაზეც იმსჯელა, თუმცა მათივე გადაწყვეტილებით, რეგლამენტის დარღვევა სწორი არ იქნებოდა.

შეგახსენებთ: ბაღდათში მომხდარ ხანძარს ექვსი ადამიანი, მათ შორის, დედა და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილით ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად