ბესელია: ათკაციანი სიის გამოტანა ჯოჯოხეთური გადაწყვეტილებისთვის გზის გახნას ნიშნავდა

“არც ჩემთვის არ იყო იოლი, ჩემთვის უფრო მძიმე იყო იმ კონფლიქტში შესვლა და დღემდე არავინ იცის, რას გავუძელი იმ 72 საათის განმავლობაში, ვიდრე ვთქვი, რომ მივდივარ.”,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ უნდა გამოდიოდნენ.

“არც ჩემთვის არ იყო იოლი, ჩემთვის უფრო მძიმე იყო იმ კონფლიქტში შესვლა და დღემდე არავინ იცის, რას გავუძელი იმ 72 საათის განმავლობაში, ვიდრე ვთქვი, რომ მივდივარ.

ისიც კარგად ვიცოდი იმ გადაწყვეტილებას რა მოყვებოდა შემდეგ, მაგრამ, როცა სასწორის ერთ მხარეს იდო ქვეყნის მომავალი, ათკაციანი სიის გამოტანა ჩემი ხელით ნიშნავდა, გზა გამეხსნა ამ ჯოჯოხეთური გადაწყვეტილებისთვის, მეორე მხრივ, ეს ნიშნავდა ჩემთვის პირად კომფორტს. ერთი წამი არ მიფიქრია, ეს უნდა გამეკეთებინა თუ არა, უბრალოდ ის დრო გამოვიყენე დარწმუნებაში, რომ იქნებ გადაეფიქრებინათ იმ ადამიანებს, ვისაც ეგონა, რომ ესათ კაციანი სია უნდა გასულიყო. მე ასე ვუყურებ, თუ შევძელი მე, ერთმა ქალმა, სხვებსაც შეუძლიათ მსგავსი პრინციპულობა. ახლა გამოიჩინონ, სია რომ შემოვა და ვეტყვით, რომელი გვარი, რა საქმეებთანაა კავშირში, იქ ხომ ძალიან მარტივია, იმ კენჭირყრის დროს, გამოხატო შენი პოზიცია“,- განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...