ბესელია: არც “ნაცმოძრაობა” და არც “ოცნება” არ არის საქართველოს მომავალი!

“არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქართული ოცნება” არ არის საქართველოს ხვალიდნელი დღე. არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” საუბრისას განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” არ წარმოადგენს ქვეყნის მომავალს.

“პარლამენტში, სადაც ჩვენ დაგვჭირდება პარტნიორები აქ ნამდვილად ვისურვებდი რომ გაჩდნენ ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც იქნებიან პროდასავლური კურსის. ამიტომ, თუ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, შემდეგ ტრანსფორმირდება პარტიად, უბრალოდ არ ვიცით ვინ იქნებიან მასთან ერთად, განვიხილავდი არათუ კონკურენტად, არამედ განვიხილავდი როგორც ამ სივრცეში ძალიან საჭირო კომპონენტს.

ყველაფერი რაც ხდება ბოლო პერიოდში, ერთ მთავარ სათქმელთან გროვდება. არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქართული ოცნება” არ არის საქართველოს ხვალიდნელი დღე. არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. კიდევ უფრო მეტად იზრდება ახალი ალტერნატივის და ახალი არჩევანის აუცილებლობა. “,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად