ბესელია: ალანიასნაირი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გამწესება საზოგადოებისთვის ლახვარის ჩაცემაა

ბესელია: ალანიასნაირი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გამწესება საზოგადოებისთვის ლახვარის ჩაცემაა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ყველა იმ კანდიდატის მიმართ, ვინც იმ 10 კაციან სიაში იყო და ასეთი 5 კანდიდატია, რომელიც ისევ შემოვიდა პარლამენტში, არსებობს გაცილებით უფრო კრიტიკული კითხვები. ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ 10 კაციანი სიის ყოველგვარი პროცედურების, ეთიკური, დაწერილი თუ დაუწერელი სტანდარტების დაუცველობამ. ამ ნაწილში მისდამი კრიტიკული კითხვები იქნება ისევე, როგორც იმ წინა ხელისუფლების პერიოდისადმი, როცა სასამართლო ხელისუფლება სრულიად პოლიტიზირებული იყო.

თუ მოსამართლეს არ აქვს კრიტიკული პოზიცია, როგორც ეს თამარ ალანიას შემთხვევაში იყო, თუ მოსამართლე ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რაც სააკაშვილის პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში იყო, თუ ვერ აცნობიერებს, რომ ამის გამო უამრავი ადამიანი დაზარალდა, თუ არც ბოდიშს იხდის და არც სინანულის განცდა არ აქვს, ასეთი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში გამწესება, ეს არის საკუთაი საზოგადოებისთვის ლახვარის ჩაცემა. კრიტიკას ვერ უძლებს სასამართლოს იმ წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც საუბრობენ, რომ სასამართლო იმ პერიოდშიც კარგი იყო, დღესაც კარგია,” – განაცხადა ეკა ბესელიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად