ბესელია 20 ივნისზე: არ ვიცი, პარტიის თავმჯდომარე იმ ღამეს, თუ მეორე ღამეს ჩააყენეს საქმის კურსში

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, პარტიის ზედა ეშელონი საქმის კურსში არის ხოლმე”. – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ 20 ივნისს აქციის დაშლის დროს შუაღამეს ის, ვერც ხაზზე იქნებოდა და ვერც მითითებებს გასცემდა.

ეკა ბესელიას თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ზედა ეშელონები ერთვებიან ხოლმე.

„ზუსტად არ ვიცი, იმ ღამეს იყო საქმის კურსში თუ მეორე ღამეს ჩააყენეს საქმის კურსში პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ რასაკვირველია, ის მოგვიანებით მაინც საქმის კურსში იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე, როდესაც საჭირო ხდებოდა სხვადასხვა დამატებითი ღონისძიებების გამოყენება, როგორც წესი, ამ გადაწყვეტილებას მინისტრი იღებს, მაგრამ ის მარტო არ იქნებოდა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...