ბესარიონ სიმონიშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონში მცხოვრები დევნილებისა და ეკომიგრანტების განსახლების, მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ქვემო ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება.
სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის ტერიტორიული სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა მესტვირიშვილი წარადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად