ბესარიონ სიმონიშვილი ფრეზეთის დასახლებაში დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ფრეზეთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ინფორამციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში 4 თვის წინ გამართულ შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებასა და სტატუსის მინიჭებას ეხებოდა უკვე გადაწყვეტილია. შეხვედრაზე ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს საარსებო წყაროების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამებიც გააცნო. სააგენტოს დირექტორის თქმით, უახლოეს დღეებში „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად