ბესარიონ სიმონიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს განსახლების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციას მიაწოდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე იმერეთის რეგიონში, ქუთაისსა და წყალტუბოში, დევნილ ოჯახებს, ჯამში, 385 ბინა გადაეცემათ.

დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროგრამებიც გააცნეს. უახლოეს დღეებში, „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად