ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმსა და ჩაქვში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ აჭარაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

სააგენტოს დირექტორმა, ბათუმსა და ჩაქვში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ისე დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უახლოეს დღეებში, „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად