პრეზიდენტობის ყოფილი პოტენციური კანდიდატი ბერნი სანდერსი თანახმაა გახდეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შრომის მინისტრი, თუკი მას ამას შესთავაზებენ. ამის შესახებ მან CNN–ის ეთერში განაცხადა.
“მე მსურს გავაკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ მომუშავე ოჯახები დავიცვა საფრთხისგან, იქნება ეს სენატში თუ ბაიდენის ადმინისტრაციაში”, – განაცხადა მან.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ის აუცილებლად გამოიყენებს თავის უფლებამოსილებებს მშრომელი მოსახლეობის უფლებებისთვის ბრძოლაში, თუ ბაიდენი მას კაბინეტში შესვლას სთხოვს.