ბერნი სანდერსი აცხადებს, რომ მზად არის გახდეს შრომის მინისტრი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში

ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი აცხადებს, რომ მზად არის, გახდეს შრომის მინისტრი დემოკრატ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციაში. სანდერსმა შესაბამისი პოზიცია გააჟღერა CNN-ის ეთერში.

“მე მაქსიმალურად ვცდილობდი ამ ქვეყნის დასაქმებული ოჯახების დაცვას – იქნება ეს სენატში თუ ბაიდენის ადმინისტრაციაში. ვნახოთ, რა მოხდება”, – თქვა სანდერსმა.

სანდერსმა, ბაიდენთან ერთად შეიტანა განცხადება დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატობაზე. 8 აპრილს მან თავი დაანება საარჩევნო რბოლას, რის შემდეგაც ბაიდენი დარჩა პრაქტიკულად ერთადერთი პრეტენდენტი დემოკრატებისგან. სანდერსმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას.

გაზეთმა პოლიტიკომ ადრე გამოაქვეყნა იმ პოლიტიკოსთა სია, რომლებიც სავარაუდოდ ფედერალურ დეპარტამენტებს უხელმძღვანელებენ დემოკრატ ბაიდენის ადმინისტრაციაში. კერძოდ, გამოცემა მიუთითებდა, რომ სანდერსს შეეძლო შრომის მინისტრის პოსტის დაკავება.

საყოველთაო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარდა. ხმების დათვლა გრძელდება, მაგრამ წამყვანი ამერიკული მედია ბაიდენის გამარჯვებას პროგნოზირებს. Fox News-ისა და Associated Press-ის თანახმად, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 214 ამომრჩეველის მხარდაჭერა მოიპოვა, ბაიდენმა კი 290-ის (გამარჯვებისთვის საჭიროა 270). ბაიდენმა უკვე გამოაცხადა არჩევნებში გამარჯვების შესახებ, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაიცავს თავის პოზიციას სასამართლოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...