ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების საბჭოს სხდომა "გლობალური ალიანსის" წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ "გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, "გლობალური ალიანსის" პრეზიდნეტი ჟან-ელი მალკინი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და და საბჭოს სხვა წევრები , რომლებმაც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავების მეორე ეტაპით გათვალიწინებულ მომზადებულ დოკუმენტებზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც დაისახა სამომავლო გეგმები და მიიღეს საკმაოდ, საინტერესო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის:

"ეს იყო საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომელიც განვიხილეთ, მთელი რიგი რეფორმები. აქცენტი გაკეთდა პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე და შევაჯამეთ მიმდინარე პროექტები".

ბერნარ კუშნერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა რომ ქვეყნაში ამ მიმართულებით პროგრესი უკვე იგრძნობა.

"შეხვედრის მიზანი იყო, განსაზღვროს ის მიღწევები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გაკეთდა და დავსახოთ სამომავლო გზები, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგ შეხვედრამდე. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ქვეყანასა და მის მოსახლეობას დავუჭიროთ მხარი, რომ მათ ჰქონდეთ მარტივი ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე. ეს არის მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი ინიციატივა. რა თქმა უნდა, ეფექტური დასრულებისთვის ამ ყველაფერს წლები სჭირდება, თუმცა ეს ყველაფერი ხდება მინისტრის ზედამხედველობით და პროგრესი უკვე სახეზეა", – განმარტა კუშნერმა შეხვედრის დასასრულს.

"გლობალური ალიანსის" პრეზიდნეტმა ჟან-ელი მალკინმა წარმატებული უწოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პროექტის ფარგლებში წინგადაგმულ ნაბიჯებს:

"თვეების წინ დავიწყეთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებთან მუშაობა, რომ აღნიშნული პროდუქტები ერთობლივად შეგვემუშავებინა. ეს არის იმისთვის, რომ ზოგადად ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში გაუმჯობესდეს. სახეზე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ჩენი მიზანი იყო, ის შუალედური პროდუქტები, რომლებიც მომზადებული აქვს სამინისტროს, განვიხილოთ და დავსახოთ გზები, რომ მომავალი წლიდან ვიმსჯელოთ ამ გეგმების განხორციელებაზე. ეს ეხება ზოგადად სრულფასოვან რეფორმას და არა რეფორმის კონკრეტულ კომპონენტს. აღნიშნული რეფორმის ზოგადი მიზანია ხარჯთეფექტური მეთოდებით საქართველოს მოსახლეობისთვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე".

შეგახსენებთ, რომ "გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით თბილისს გუშინ ეწვია და პირველი შეხვედრა სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჰქონდა. დღეს 12 საათზე , ბერნარ კუშნერი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა. ბერნარ კუშნერი თბილისში საქმიან ვიზიტი დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...