ბერნარ კუშნერი: ევროკავშირში გაშლილი ხელით მიგიღებთ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.

"რა თქმა უნდა, შანსი გაქვთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ. ევროკავშირი თვითონ უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვართ 28 ქვეყანა და 28 ქვეყანა უნდა შეიცვალოს. ჩვენ 28 ქვეყანამ ვერ შევძელით საერთო პასუხი გაგვეცა იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ. 65 წელიწადი გავიდა და ჩემი რჩევა იქნება, რა თქმა უნდა უნდა იყოთ მომზადებული და შემდეგ ვნახოთ, მაგრამ მთავარია თქვენ უნდა იყოთ მზად ამისთვის. 28 ქვეყანა შედის ევროკავშირში, მაგრამ როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, საერთო პასუხის მოძებნა ძნელია. ეს არის დიდი მანქანა. მე ვხედავ სურვილებს ევროპელი ხალხის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაშლილი ხელით მიგიღებთ. მოემზადეთ, რომ ეტაპობრივად შეხვიდეთ", – განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...