ბერნარ კუშნერი: ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა სასტიკები არიან ეს ბარბაროსები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა რომელიც სამ დღიანი საქმიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია, პარიზში 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, მსოფლიო შეიცვალა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა სასტიკნი არიან ეს ბარბაროსები. 

"იმ შეტევის შედეგად, რომელიც მათ განახორციელეს, დაიღუპნენ ახალგაზრდა ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც კონცერტის მომზადებაში გვეხმარებოდნენ, ქუჩაში დაიღუპნენ ადამიანები, გამვლელები. რატომ? იმიტომ რომ მათ უნდათ შეცვალონ ჩვენი სამყარო და გვთავაზობენ შუასაუკუნეობრივ რეგრესიას.

ეს, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სერიოზული რეაგირება იქნება ამაზე ჩვენგან მიღებული, ჩვენი პრეზიდენტის რეაქციაა ასეთი, ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან შთამაგონებელი სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ პარლამენტის ყველა წევრის, სენატის, ხალხის რეაგირება გაგაოცებთ.

ეს რეაქცია ძალიან თანმიმდევრულია, არა მხოლოდ თავდაცვის თვალსაზრისით, ევროპის სხვადასხვა ქევყანაში სხვაინაირად, მაგრამ ახლოს იყვნენ ჩვენთან, გვერდში დაგვიდგნენ. არ უნდა დაგავიწყდეთ ეს დღე, პარასკევი, 13 რიცხვი, ეს იქნება  კრიტიკული წერტილი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული სისტემა, უნდა დავიცვათ იმედი, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ. 

მეორე-მესამე დღესაც კი ახალაგზრდები ბრუნდებოდნენ იმ ადგილას, ბისტროში, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ერთამანეთი, ერთად ყოფნა გვინდა, გვინდა გავცვალოთ ჩვენი გრძნობები, ჩვენი ფიქრები, ეს არის ცხოვრების ნამდვილი გზა. რა თქმა უნდა, დრო დაჭიდება იმას, რომ გამოვიდეთ ეტაპობრივად ამ მდგომარეობიდან",-განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...