ბერლუსკონი ”სელფის” გადაღებისას დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი ზაგრებში, ევროპის სახალხო კონგრესის დროს, დაცემის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს,-ინფორმაციას გამოცემა La Repubblica ავრცელებს.

გაზეთ Gazzetta del Sud- ის ცნობით, 83 წლის პოლიტიკოსი იმ დროს წაიქცა, როდესაც გულშემატკივრებთან ერთად “სელფის” გადაღებას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ასევე Il Messaggero ავრცელებს.
ღონისძიების დასასრულს ბერლუსკონი მილანში დაბრუნდა, სადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ბერლუსკონის რაიმე სერიოზული მოტეხილობა არ აქვს.

აპრილის ბოლოს, იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია “წინ, იტალია” ლიდერი, სილვიო ბერლუსკონი, ასევე მილანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც La Repubblica წერს, მიზეზი თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად