ბერლინში, ”შტაზის” მუზეუმიდან ძვირფასეულობა და ლენინის ორდენი მოიპარეს

ბერლინში უცნობმა პირებმა აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურის, „შტაზის“ მუზეუმი გაძარცვეს. მათ სამკაულები, ასევე ორდენი მოიპარეს, მათ შორის ლენინის ორდენი,-ინფორმაციას BBC News–ი ავრცელებს.

BBC News- ის ცნობით, ინციდენტი შაბათს, 30 ნოემბერს მოხდა. როგორც მუზეუმის დირექტორმა, იორგ დრისელმანმა ბრიტანულ საინფორმაციო პორტალს განუცხადა, მოპარული ნივთები რამდენიმე ათას ევროდაა შეფასებული. კულტურული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, მოპარულ საქონელს შორის რვადან ცხრა ორდენია, კერძოდ, კარლ მარქსის ორდენი (უმაღლესი ჯილდო ).

სამკაულებიდან ქურდებმა წყვილი საყურეები, მარგალიტის ყელსაბამი,  ოქროს საათი და ოქროს ქრონომეტრი მოიპარეს. დრისელმანის თქმით, მიყენებული ზიანი, რომელიც გამტაცებულებმა მუზეუმს მიაყენეს, მოპარული საქონლის ღირებულებას აღემატება.

მძარცველები მუზეუმში შენობის სარდაფში მდებარე ფანჯრის საშუალებით შეიპარნენ. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. როგორც დრისელმანმა განმარტა, ქურდობის პროცესი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც გერმანიაში მუზეუმი გაძარცვეს. 25 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მძარცველებმა მუზეუმიდან ალმასის სამკაულები მოიპარეს. ეჭვმიტანილები კრიმინალური კლანის წევრები არიან. პოლიციამ პირობა დადო, რომ ვინც მათ დანაშაულის გახსნაში დაეხმარებათ, ნახევარ მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად