ბერლინში შემზღუდველი ზომების საწინააღმდეგო აქციაზე 200-მდე აქტივისტი დააკავეს

პოლიციამ ბერლინში დაშალა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია და 200-მდე მონაწილე დააკავა. ბერლინის ცენტრში 21 აპრილს გამართულ აქციაში დაახლოებით 8000 ადამიანი მონაწილეობდა.

საპროტესტო აქციის დაშლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მონაწილეები არ დაემორჩილნენ დამცავი ნიღბების გაკეთების და სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნებს. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, გერმანიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ინფიცირების მაღალი დონის მქონე ქალაქებსა და რეგიონებში კომენდანტის საათს საღამოს ათიდან დილის ხუთ საათამდე, სკოლების და მაღაზიების დახურვას და სხვა შეზღუდვებს.

გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 29 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 259 პაციენტი. ბოლო ერთ წელიწადში გერმანიაში დაინფიცირდა 3 მილიონზე მეტი ადამიანი და 80 800-ზე მეტი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...