ბერლინში რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

პანდემიის გამო წლევანდელი კინოფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი გაიმართება მარტში, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში და ფილმებს ნახავენ მხოლოდ ჟურნალისტები და კინომრეწველობის წარმომადგენლები. მეორე ეტაპი დაგეგმილია ივნისში ყველასათვის, თუ ხელისუფლებამ კინოთეატრების გახსნის ნებართვა გასცა.

მთავარ კონკურსში მონაწილეობს 15 ფილმი. მათ შორის არის ალექსანდრე კობერიძის, „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?.“

კომერციულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მარია შნაიდერის რომანტიკულ ზღაპარს, „მე ვარ შენი ადამიანი“, რომელიც პირველ მარტს იქნა ნაჩვენები.

ბერლინალეზე წელს ნაჩვენები იქნება, ასევე, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება”. ფილმს აჩვენებენ სექციაში “ფორუმი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...