ბერლინში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბერლინში მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ოთხი ადამიანი. ამის შესახებ ბერლინის პოლიციის პრესსამსახური იუწყება.

ინციდენტი, ადგილობრივი დროით 14 თებერვალს, ბერლინის რაიონ კროიცბერგში, საკონცერტო-სპორტულ დარბაზში მოხდა, სადაც თურქული კომედიური შოუ Güldür Güldür Show მიმდინარეობდა. შენობიდან ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დაღუპულია 42 წლის მამაკაცი. დაჭრილთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისროდა რამდენიმე ადამიანი. სავარაუდო ეჭვმიტანილებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად