ბერლინში კორონავირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომების საწინააღმდეგო საპროტესტო მსვლელობა მოეწყო (ვიდეო)

შაბათს, 1 ივლისს, ბერლინში, ხელისუფლების მიერ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ხელისუფლების მიერ შემოღებული შემზღუდავი ზომების საწინააღმდეგო საპროტესტო მსვლელობა მოეწყო

საპროტესტო მარში, რომლის ორგანიზატორები შტუტგარტის ინიციატივა “Querenken 711” (არასტანდარტული აზროვნება – “აიპრესი”) და ბერლინის “Kommunikationsstelle Demokratischer Widerstand” (კომუნიკაციის ცენტრი დემოკრატიული წინააღმდეგობისთვის – “აიპრესი”) იყვნენ, უნტერ დენ ლინდენის ბულვარზე და ლაიფციგის ქუჩაზე დაიწყო და ბრანდენბურგი კარიბჭის, ტირგარტენის პარკის და 17 ივნისის ქუჩის გავლით გაგრძელდა ქალაქის ცენტრისკენ, გამარჯვების კოლონისკენ, სადაც მიტინგი გაიმართა.

“ალგემაინე ცაიტუნგი” წერს, რომ დემონსტრაციის მთავარი ლოზუნგი იყო “პანდემიის დასასრული – თავისუფლების დღეა”. გაზეთი შეახსენებს მკითხველს, რომ 1935 წელს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ყრილობის შესახებ გადაღებულ ლენი რიფენშტალის ფილმის სახელწოდება “თავისუფლების დღე” იყო.

აქციის არაერთ მონაწილეს ჰქონდა ულტრამემარჯვენეთა დროშები და სიმბოლოები შეთქმულების თეორიაზე მიმანიშნებელი პლაკატი – “კორონა, ცრუ განგაშია”. იყო აგრეთვე პლაკატები წარწერებით: “ჩვენ გვაიძულებენ ვატაროთ სადრუნჩე”, “ბუნებრივი დაცვა აცრების მაგივრად” და სხვა.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებებს ლახავს. სცენაზე გამოსული დემონსტრანტები გერნაიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციიდან შეკრებების და გადაადგილების შესახებ სტატიებს კითხულობდნენ.

“ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ”, ჩვენ ვართ აქ და ვხმაურობთ, რადგან თავისუფლებას გვართმევენ”, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

აქციის მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეკეთა ნიღბები, მათ შორის არ იყო დაცული 1,5 მეტრიანი დისტანცია. საპროტესტო მსვლელობის საწყის ეტაპზე პოლიცია არ ჩარეულა და ბევრ ადგილზე საერთოდ არ ჩანდა, თუმცა მოგვიანებით ტვიტერზე დაწერა, რომ არ დაუშვებდა მიტინგის გამართვას სამედიცინო ნიღბების და დისტანციის დაცვის გარეშე და გამარჯვების კოლონასთან გამართული მიტინგის დროს, როდესაც დემონსტრანტებმა სტვენით და აგრესიული შეძახილებით დაიწყეს დისტანციის დაცვის შესახებ ორგანიზატორთა მოწოდებების გაპროტესტება, მიჰყო ხელი მიტინგის დაშლას.

პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და ქვები დაუშინეს. მათი თქმით, დაშავებული პოლიციის ორი თანამშრომელი. დემონსტრანტთა ნაწილმა კვლავ ბრანდერბურგის კარიბჭესთან გადაინაცვლა და იქ მათი შეკრება გვიან საღამომდე გრძელდებოდა.

გერმანელმა პოლიტიკოსებმა დაგმეს საპროტესტო მარში. “ჩენთან დღეში კვლავ ინფიცირების 100ო შემთხვევა და ბერლინში კორონშეზღუდვების საწინააღმდეგო დემონსტრაციაა? ჩვენ აღარ შეგვიძლია მივცეთ თავს ასეთი სისულელის უფლება”, – დაწერა ტვიტერზე ბრანდენბურგის მიწის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე იან რედმანმა.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა იენს სპანმა ხაზი გაუსვა დემონსტრაციის ჩატარების უფლებას და იმავდროულად გამოხატა მწვავე კრიტიკა საპროტესტო მარშზე. “დიახ, დემონსტრაციები შესაძლებელი უნდა იყოს კორონის დრისაც. მაგრამ არა ასე”, – დაწერა მან ტვიტერზე.

გერმანიის პოლიციის ცნობით, საპროტესტო მსვლელობაში 20 ათასმა კაცმა მიიღო მონაწილეობა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად