მინიმუმ 18 პოლიციელი დაშავდა შაბათს ბერლინში, კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული ეპიდემიოლოგიური ზომების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს. ამის შესახებ დედაქალაქის პოლიციამ 2 აგვისტოს განაცხადა.
“ამ დროისთვის 18 პოლიციელი დაშავდა. სამი მათგანი მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებაში.” – განაცხადა პოლიციამ Twitter-ზე.
საერთო ჯამში, საპროტესტო აქციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდა 1.1 ათასი სამართალდამცავი.
DPA-ს ცნობით, გერმანიის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 20 000 ადამიანი ირებდა. აქციები მას მერე დასრულდა, რაც პოლიციამ მისი ორგანიზატორები ძალის გამოყენებით ჩაიყვანა ტრიბუნებიდან.