ბერლინში ათასობით ადამიანმა კოვიდ-შეზღუდვები გააპროტესტა

ბერლინში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, მოუხედავად იმისა, რომ ქალაქში დემონსტრაციების გამართვის აკრძალვა მოქმედებს. ინფორმაციას DPA ავრცელებს.

მისი ცნობით, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენებს.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, დაახლოებით 500 ადამიანი დააკავეს.

”ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენება მოგვიწია”, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

კომენტარები
იტვირთება...