ბერლინში ანგელა მერკელის ოფისის კარიბჭეს ავტომობილი დაეჯახა

ბერლინში მანქანა შეეჯახა ქვეყნის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისის კარიბჭეს. ამის შესახებ Reuters წერს.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მანქანის კარებზე ეწერა გლობალიზაციის საწინააღმდეგო შეტყობინება. სააგენტომ განმარტა, რომ მანქანის ერთ მხარეს თეთრი საღებავით ეწერა: “შეაჩერე გლობალიზაციის პოლიტიკა”. მეორე მხარეს იყო წარწერა “ბავშვთა და მოხუცთა დაწყევლილი მკვლელები”.

შემთხვევის ადგილზე არიან პოლიციის თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ბერლინის პოლიციამ განაცხადა, რომ მანქანის მძღოლი დააკავეს.

25 ნოემბრის დილას მერკელს უნდა ჩაეტარებინა ვიდეო კონფერენცია გერმანიის შტატების პრემიერ მინისტრებთან, სადაც დაგეგმილი იყო საკარანტინო ზომების გახანგრძლივება და COVID-19-ის წინააღმდეგ შემდგომი ბრძოლის განხილვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად