არქიმანდრიტი ილარიონი გარეჯის საქმეზე: პოლიტიკური სარჩული მე მგონი, გამორიცხულია

პროკურატურაში დღეს დავით გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი, ბერი ილარიონი დაიკითხა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, გამომძიებელთან პოლიტიკური ნიშნით არ უსაუბრია.

„2004 წლიდან დღემდე იქ ვმსახურობ და რაც მე ამ საქმის შესახებ ამ წლების განმავლობაში მომისმენია, იმაზე ვისაუბრე. რა თქმა უნდა, 2006-2007 წლებში საზღვრები სწორად არ იყო შეთანხმებული, რადგან ძველი მონასტრები ჩვენს მხარეს არ იყო დაფიქსირებული. ვისაუბრე იმაზე, როგორ ხდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ჩვენი მონასტრების ნელ-ნელა დაკავება. ეს ქმედებები დაიწყო 2005 წლიდან და 2019 წლამდე გრძელდებოდა“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ილარიონმა.

მისი თქმით, ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას არ იცნობდა, ივერი მელაშვილს კი რამდენჯერმე შეხვედრია, როდესაც ის კომისიის წევრის სტატუსით, დავით გარეჯში ჩადიოდა.

,,ილიჩოვას არ ვიცნობ. მელაშვილს რამდენჯერმე შევხვედრილვარ როგორც კომისიის წევრი ჩამოდიოდა. სინოდის მოწვევა თუ გახდება საჭირო ამას უწმინდესი და მღვდელმთავრები გადაწყვეტენ. საქმეში პოლიტიკური სარჩული მე მგონი, გამორიცხულია. პოლიტიკური ნიშნით განცხადებები მე არ გამიკეთებია, რას ჩემი თვაალით მინახავს და ჩემი ყურით გამიგონია, მხოლოდ იმაზე ვისაუბრე”, – განაცხადა  არქიმანდრიტმა ილარიონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად