ბერძნულმა სასამართლომ არქიმანდრიტის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი სრულად გაამართლა

26 წლის ქართველი, რომელიც არქიმანდრიტ ფოტი ზახაროპულოს მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთის ციხეში იჯდა, 3 წლის შემდეგ ბერძნულმა სასამართლომ სრულად გამართლდა და მისთვის საბერძნეთს ციხეში 448 დღის ყოფნისთვის 6 720 ევროს გადახდა დააკისრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა eleftheriaonline.gr წერს.

ქალაქ კალამატას სასამართლომ საბერძნეთს ამჟამად უკვე 26 წლის ქართველისთვის ციხეში გატარებული ყოველი დღისთვის 15 ევროს გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, 54 წლის არქიმანდრიტს ფოტის მკვლელობა 2014 წლის თებერვალში მოხდა, რისთვისაც ბერძნულმა პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა: 17 წლის ბერძენი და 23 წლის ქართველი, წერს გამოცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად