ბერძნული ავიაკომპანია Ellinair სალინოკსა და თბილისს შორის ფრენებს ზრდის

ბერძნული ავიაკომპანია Ellinair, რომელმაც 2015 წელს დაიწყო ფრენები სალონიკსა და თბილისს შორის, ზრდის ფრენის სიხშირეს.

ავიაკომპანიამ უკვე მიიღო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა და 6 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე იგი ფრენებს შეასრულებს კვირაში ორი სიხშირით, ნაცვლად ერთი სიხშირისა.

„Ellinair“ 2013 წელს დაფუძნდა. ბერძნული ავიაკომპანია მგზავრებს დაბალ ტარიფიან სეზონურ ფრენებს სთავაზობს ევროპისა და აზიის ოცამდე ქალაქიდან ბერძნული საკურორტო ქალაქების მიმართულებით და პირიქით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად