ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და გუნდური მესამე ადგილი ევროპის პირველობაზე

ვარშავაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გუშინ მოპოვებულ ვერცხლის (130 კგ იაკობ ქაჯაია) და ბრინჯაოს (63 კგ ლერი აბულაძე) მედლებს დღეს ოქროს (72 კგ შმაგი ბოლქვაძე) და (82 კგ აივენგო რიკაძე)  ბრინჯაოს მედლები შემატეს, საერთო გუნდურ ჩათვლაში 101 ქულით  რუსეთის (175 ქულა) და თურქეთის (106 ქულა) მომდევნო ადგილი დაიკავეს და გუნდური ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული 10 ოქროს მედლიდან 5 რუსეთმა მოიპოვა, 2 სერბეთმა თითო-თითო კი  საქართველომ, თურქეთმა და უნგრეთმა

შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ ვარშავაში დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...